ფეხბურთი

17:58 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

საარჩევნო ყრილობას, რომელიც კიევში გაიმართა, 94 დელეგატი დაესწრო, საიდანაც ანდრეის ხმა 93 მათგანმა მისცა. ამრიგად, შევა უკრაინის ფეხბურთის ასოციაციას უხელმძღვანელებს.

ანდრეი შევჩენკოს უკრაინის ნაკრებში 1995-2012 წლებში 111 მატჩში 48 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2016-2021 წლებში ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა და გუნდი ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122978