ფეხბურთი

14:56 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზვონიმირ ბობანმა უეფას დირექტორის პოსტი დატოვა

ხორვატიის ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ზვონიმირ ბობანმა, რომელიც უეფას დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ორგანიზაცია დატოვა - გვამცნობს უეფას პრესსამსახური.

აღსანიშნავია, რომ მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტეს თანამშრომლობის შეწყვეტა. ბობანი უეფას 2021 წელს შეუერთდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნიკური განვითარების პროექტი წამოიწყო, მათ შორის უეფას ფეხბურთის საბჭო და ახალგაზრდული ფეხბურთის ფორუმი.

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა მადლობა გადაუხადა ბატონ ბობანს თავდადებული შრომისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ 2016-2019 წლებში ზვონიმირი ფიფას გენერალური მდივნის მოადგილე იყო, შემდეგ კი იტალიურ „მილანში“ კლუბის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115295