ფეხბურთი

18:05 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

17 წლის შემდეგ არტურო ვიდალი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა

ვეტერანი ჩილელი ფეხბურთელი არტურო ვიდალი სამშობლოში დაბრუნდა და „კოლო კოლოში“ ითამაშებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

მშობლიურ კლუბს არტურო 17-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. „კოლო კოლოში“ ვიდალი 2005-2007 წლებში ირჯებოდა და 56 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

არტურო ვიდალის კარიერაში ასევე იყო „ლევერკუზენი“, „იუვენტუსი“, „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „ფლამენგო“ და „ატლეტიკო პარანაენსე“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114404