ჩოგბურთი

16:18 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალშია

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა კიდევ ერთი თამაში მოიგო. სერბმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცს 4 სეტში, 7:6, 4:6, 6:2, 6:3 აჯობა.

დაპირისპირება 3:48 საათი გაგრძელდა, განსაკუთრებით დაძაბული კი პირველი სეტი გამოდგა, რომელიც ნოვაკმა ტაი ბრეკზე მოიგო. ყველაზე მარტივად კი მესამე სეტში იმარჯვა.

ჯოკოვიჩი AUS Open-ის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ ნოვაკს ავსტრალიის პირველობა 10-ჯერ აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118489