ფეხბურთი

0:15 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" პორტუგალიელი მცველი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ ფრანგული „ლილიდან“ 23 წლის ცენტრალური მცველი ტიაგო ჯალო დაიმატა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა, კიდევ ორი წლით გახანგრძლივების ვარიანტით. ის „იუვეში“ 33-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტურინელებს ეს ტრანსფერი 3.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ტიაგო ჯალო „სპორტინგის“ აღზრდილია, შემდეგ მცირე ხნით „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდში იყო, 2019 წლიდან კი „ლილში“ გამოდიოდა, სადაც 78 თამაშში 3 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098152