ფეხბურთი

12:23 | 22.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია"

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში სტუმრად „ლეჩე“ 3:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.

მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.

„ფეხბურთში არაფერია შეუძლებელი, საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. რწმენა და სურვილი, რომ გააკეთო რაღაც განსაკუთრებული, შეუძლებელი გახადო შესაძლებელი, ნიშნავს, რომ ყოველთვის მაქსიმუმი გაიღო. შემდეგ თუ ვინმე უკეთესი იქნება, ტაშს დაუკრავ და ხელს ჩამოართმევ“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ინტერს“ 1 ქულით უსწრებს, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114823