ფეხბურთი

20:12 | 21.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალის გოლი და გიორგი ქვილითაიას საგოლე პასი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მეოცე ტურში ლაშა დვალმა გოლი გაიტანა, გიორგი ქვილითაიამ კი საგოლე პასი გააკეთა.

„აპოელმა“ „ოთელოსი“ 6:0 გაანადგურა. დვალმა 36-ე წუთზე შეძლო გოლის გატანა, ხოლო ქვილითაიამ საგოლე პასი 90-ე წუთზე მიითვალა. ლაშამ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა, თუმცა პირველი კონკრეტულად კვიპროსის ჩემპიონატში.

„აპოელს“ 20 ტურის თავზე 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144869