ფეხბურთი

14:20 | 17.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" ნახევარმცველი "ასტანაში" გადავიდა

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ოსეი ბარნსი კარიერას „ასტანაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ყაზახური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

29 წლის ფეხბურთელმა „ასტანასთან“ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

განელი შემტევი „დინამოში“ 2021 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში მან 89 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. ოსეის კარიერის განმავლობაში კვიპროსულ „ნეა სალამისში“, ასევე პორტუგალიურ კლუბებში, „პასუშ ფერეირაში“, „აროუკასა“ და „უნიაოში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062818