ფეხბურთი

17:20 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დანიელე დე როსი "რომას" მწვრთნელად დაინიშნა

„რომაში“ ჟოზე მოურინიო დანიელე დე როსიმ შეცვალა. „ჯალოროსის“ ვებგვერდზე ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

დე როსიმ „რომა“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩაიბარა, შემდგომ თანამშრომლობაზე კი მხარეები მხოლოდ სეზონში ნაჩვენები შედეგების შესაბამისად ისაუბრებენ.

დანიელე დე როსის აქამდე მხოლოდ „სპალის“ მწვრთნელად ჰქონდა ნამუშევარი, თუმცა, წარმატების გარეშე, რადგან გუნდს 17-დან მხოლოდ 3 თამაში მოაგებინა.

დანიელე დე როსი „რომას“ ლეგენდაა, სადაც 2001-2019 წლებში 616 შეხვედრაში 63 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11594