კალათბურთი

23:30 | 12.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას მხოლოდ 3 ქულა და "ვირტუსის" ზედიზედ მეორე მარცხი ევროლიგაში

ევროლიგის 21-ე ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდა და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

ბოლონიელებმა თამაში ჩააგდეს და ისე წააგეს, რომ ბრძოლაც ვერ მოახერხეს - 75:99.

თამაში არ წაუვიდა თორნიკე შენგელიასაც, რომელმაც პარკეტზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 ორქულიანი და 1 სამქულიანი ააცილა, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 2-ს გაუტოლდა.

„ვირტუსი“ 14 მოგებით და 7 წაგებით მესამე ადგილს ჯერჯერობით ინარჩუნებს, მომდევნო ტურში კი 18 იანვარს, „ლიონს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111436