ფეხბურთი

1:50 | 12.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" "ფროზინონე" გაანადგურა და თასის ნახევარფინალში გავიდა (+VIDEO)

იტალიის თასის ბოლო მეოთხედფინალში „იუვენტუსმა“ „ფროზინონე“ 4:0 გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა.

გიორგი კვერნაძის გუნდმა წინა ეტაპზე სტუმრად „ნაპოლის“ 4:0 აჯობა, მანამდე ტურინში „ტორინოც“ დაამარცხა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და „ალიანც სთედიუმზე“ უშანსოდ წააგო. ქართველი ფეხბურთელი სადარიგო სკამზე იყო, თუმცა თამაშის შანსი არ მისცემია.

„იუვემ“ ლაღად და ადვილად მოიგო. ჰეთ-თრიქი შეასრულა არკადიუშ მილიკიმა, ხოლო წერტილი ქენან ილდიზმა დასვა. 18 წლის თურქმა ბოლო 5 მატჩში მესამე გოლი გაიტანა და თუ ასე გააგრძელებს, ფეხბურთს ახალი ვარსკვლავი ეყოლება.

„იუვენტუსი“ ნახევარფინალში რომის „ლაციოს“ შეხვდება. მეორე წყვილია „ფიორენტინა“ – „ატალანტა“. ნახევარფინალი უკვე ორრაუნდიანი იქნება და მატჩები 3-24 აპრილს გაიმართება.

„იუვენტუსი“ – „ფროზინონე“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 მილიკი (11, პენ), 2:0 მილიკი (38), 3:0 მილიკი (48), 4:0 ილდიზი (61)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.187655