კალათბურთი

1:56 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 9 ქულა და "ვირტუსის" მარცხი ევროლიგაში

ევროლიგის მეოცე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად თელ ავივის „მაკაბისთან“ დამარცხდა და წარმატებული სერია შეწყვიტა.

ლუკა ბანკის გუნდმა პირველი პერიოდი მოიგო, მაგრამ შემდეგ ცუდად ითამაშა, სამივე პერიოდი დათმო და სოლიდური სხვაობითაც წააგო - 78:95.

თორნიკე შენგელიამ 28 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 3 ორქულიანი და 7-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა.

„ვირტუს ბოლონია“ 14 მოგებით და 6 წაგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 12 იანვარს, „ანადოლუ ეფესს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115426