ფეხბურთი

12:39 | 8.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "ნაპოლიში" სერბი ნახევარმცველის ტრანსფერი გადაწყდა

„ნაპოლი“ „უდინეზესა“ და სერბეთის ნაკრების ნახევარმცველის, ლაზარ სამარჯიჩის ტრანსფერზე პრაქტიკულად შეთანხმდა.

იტალიური მედიის ცნობით, აურელიო დე ლაურენტისსა და პოცოების ოჯახს შორის (უდინეზეს მფლობელი ოჯახი) შეთანხმება მიღწეულია. ფეხბურთელის მამამ ტექნიკურ დეტალებზე გარანტიები მოითხოვა, მაგრამ საიმიჯო უფლებებსა და ხელფასზე პრობლემა არ არსებობს.

ახლა მხოლოდ ისაა დარჩენილი, რომ სამარჯიჩის სამედიცინო შემოწმება შეთანხმდეს. აღსანიშნავია, რომ სერბს „ლაციოს“ წინააღმდეგ ბოლო მატჩში არ უთამაშია. „უდინეზე“ 20 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი 3 მილიონ ევრომდე იქნება.

ლაზარ სამარჯიჩს მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ერთი სწორედ "ნაპოლის" კარში, 2021 წლიდან კი, „უდინეზეს“ მაისურით 79 შეხვედრაში თავი 9 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058712