ფეხბურთი

13:15 | 8.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბეშიქთაშის" მწვრთნელად ფერნანდო სანტუში დაინიშნა

სტამბოლის „ბეშიქთაშის“ მთავარ მწვრთნელად ფერნანდო სანტუში დაინიშნა. ინფორმაცია თურქული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

სანტუში საკლუბო დონეზე 2010 წლის შემდეგ პირველად იმუშავებს, მაშინ ის სალონიკის პაოკ-ის მწვრთნელი იყო. პორტუგალიელი 2010-2014 წლებში საბერძნეთის ნაკრებს, 2014-2022 წლებში პორტუგალიის ნაკრებს, ხოლო 2023 წელს პოლონეთის ნაკრებს ავარჯიშებდა.

ფერნანდო სანტუში სხვადასხვა დროს „ეშტორილის“, „პორტუს“, აეკ-ის, „პანათინაიკოსის“, „სპორტინგის“ და „ბენფიკას“ მწვრთნელიც იყო. ყველაზე დიდ წარმატებას კი 2016 წელს მიაღწია, როცა პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. „ბეშიქთაში“ თურქეთის სუპერლიგაში 18 ტურის შემდეგ 29 ქულით მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116876