ფეხბურთი

11:25 | 4.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი ბელინგემზე: „არ გაგიკვირდეთ, რომ გოლებს არ იტანს, ეს მისი საქმე არ არის“

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მალიორკასთან" გამარჯვებული მატჩის (1:0) შემდეგ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. ერთადერთი გოლი გერმანელმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა გაიტანა.

„კარგი ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ამჯერად არ გვითამაშია საუკეთესო დონეზე. არ ვიყავით ზუსტი გადაწყვეტილებებში.

ჯუდ ბელინგემი? ნუ გაგიკვირდებათ, რომ გოლებს არ იტანს. ეს მისი საქმე არ არის.

ლუნინი თუ კეპა? არ ვარ დარწმუნებული, ვნახოთ რა იქნება. მატჩებში მეკარე აუცილებლად დაგვჭირდება. კეპა შემდეგ მაჩში ითამაშებს“, - განაცხადა ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე.

მე-19 ტურის შემდეგ მადრიდული კლუბი პრიმერა დივიზიონში ლიდერობას განაგრძობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058122