ფეხბურთი

17:13 | 27.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" სამარჯიჩის შეძენა სურს, გადამწყვეტი ფეხბურთელის სურვილი იქნება

„ნაპოლი“ „უდინეზესა“ და სერბეთის ნაკრების შემტევის, ლაზარ სამარჯიჩის გადაბირებითაა დაინტერესებული.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თანაც წარმატებით, მიუხედავად იმისა, რომ უდინელები გუნდის ლიდერთან იანვარში განშორებას აქამდე გამორიცხავდნენ.

რომანოს ცნობით, ტრანსფერში გადამწყვეტი იქნება თვითონ ფეხბურთელის სურვილი. 21 წლის ნახევარმცველს ტურინის „იუვენტუსსაც“ უკავშირებენ.

ლაზარ სამარჯიჩს მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 2021 წლიდან კი, „უდინეზეს“ მაისურით 79 შეხვედრაში თავი 9 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059562