ფეხბურთი

0:59 | 27.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს და მანეს დუბლები: "ალ-ნასრმა" "ალ-იტიჰადი" გაანადგურა (+VIDEO)

საუდი პრო ლიგის მე-17 ტურში „ალ-იტიჰადი“ და „ალ-ნასრი“ დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი სტუმრებმა მოიპოვეს.

თავიდან „ალ-იტიჰადი“ იგებდა: კარიმ ბენზემას პასით ჰამდალამ გახსნა ანგარიში, მაგრამ პირველივე ტაიმში კრიშტიანუ რონალდუმ და ანდერსონ ტალისკამ „ალ-ნასრი“ წინ გაიყვანეს. მეორე ტაიმის დასაწყისში აჰმდალამ დუბლი გაიფორმა და გაათანაბრა, თუმცა ბოლო ნაწილში სტუმრებმა ივარგეს. ჯერ რონალდუმ შეასრულა დუბლი, მერე სადიო მანემ - 2:5.

სხვათა შორის, ამ მატჩში რონალდუს და ბენზემას დუელი შედგა, რომელიც პორტუგალიელმა აშკარად მოიგო. კრიშტიანუს 2023 წელს უკვე 53 გოლი აქვს გატანილი.

„ალ-ნასრი“ 43 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ალ-ჰილალს“ 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო „ალ-იტიჰადი“ კრიზისშია, ზედიზედ მესამედ წააგო და 28 ქულით მხოლოდ მეექვსეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111427