ფეხბურთი

1:26 | 26.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" ფელიქსის კიდევ ერთ იჯარაში "ბარსელონას" 15 მილიონს მოსთხოვს

„ბარსელონას“ ჟოაო ფელიქსის შენარჩუნება სურს, მადრიდის „ატლეტიკო“ კი მზადაა პორტუგალიელი „ბლაუგრანაში“ კიდევ ერთი სეზონით გაანათხოვროს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „როხიბლანკო“ ფელიქსის კიდევ ერთწლიან იჯარაში 15 მილიონ ევროს მოითხოვს, მაგრამ კონტრაქტში გამოსყიდვის ვალდებულებაც უნდა შევიდეს.

შეგახსენებთ, რომ ჟოაო ფელიქსმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10811