ფეხბურთი

12:50 | 22.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„საშობაო სასწაული" - ბელინგემი „ალავესთან“ „რეალის“ გამარჯვებაზე

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა „ალავესთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში „ალავესმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.

გამარჯვების გოლი 92 წუთზე ლუკას ვასკესმა გაიტანა. „რეალი“54-ე წუთიდან უმცირესობაში დარჩა, მას შემდეგ რაც ნაჩო ფერნანდესი გააძევეს.

„ლუკას ვასკესის საშობაო სასწაული! ბოლომდე!”, – წერს ბელინგემი ტვიტერზე.

„რეალმა“ 45 ქულა დააგროვა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს დაუბრუნდა. ამდენივე ქულა აქვს მეორე ადგილზე გასულ „ჟირონას“. „ალავესი“ თავის მხრივ, 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058381