ფეხბურთი

10:28 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკო: "ვინ თქვა, რომ კვერნაძე მიდის? მან მუშაობა უნდა გააგრძელოს და შანსი ექნება"

„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ „ნაპოლისთან“ მატჩის (4:0) შემდეგ გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კმაყოფილია ქართველი ფეხბურთელის მუშაობით და ასე თუ გააგრძელებს, შანსს კიდევ მიიღებს.

„ერთადერთი ფლანგის მცველი, რომელიც ჩემს განკარგულებაში მყავდა, ლიროლა იყო და სწორად უნდა გამომეყენებინა. როგორც კვერნაძემ, ისე გარიტანომ კარგად ითამაშეს, გამოიჩინეს ხელმისაწვდომობა, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ პოზიციებზე არ უთამაშიათ. ტაქტიკური თვალსაზრისით შესანიშნავად ვითამაშეთ, რაც ერთიანობის დამსახურებაა.

ვინ თქვა, რომ კვერნაძე იანვარში მიდის? ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, არ ვიცი. იმიტომ შევცვალე, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა, კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და შრომით. მან უბრალოდ ისე მუშაობა უნდა გააგრძელოს, როგორც მუშაობს და თავისი შანსი ექნება. იანვარში მასთან ერთად შევაფასებთ სიტუაციას და საკითხს, წავა თუ არა, მე კმაყოფილი ვარ მისი ზრდით“, - თქვა დი ფრანჩესკომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძის აქტივში იტალიის თასზე სამი მატჩია და სამივე ძირითადში, ხოლო სერია A-ში სამჯერ ითამაშა და სამჯერვე შეცვლაზე.

„ფროზინონე“ იტალიის თასის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდა, სადაც „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. სერია A-ში კი 23 დეკემბერს, „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105659