ფეხბურთი

1:45 | 16.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა (+VIDEO)

სერია A-ს მე-16 ტური ზედიზედ მესამედ პარასკევს „იუვენტუსის“ მატჩით გაიხსნა, თუმცა წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით ამჯერად ტურინელებმა ვერ მოიგეს.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი პირველ ტაიმში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და ანგარიშიც გახსნა. 28-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია.

თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზე „იუვემ“ გაუშვა. 48-ე წუთზე ალბრეტ გუდმუდსონმა წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და ფრე 1:1. ტურინელებს მსაჯის მიმართ პრეტენზიებიც ჰქონდათ და სრულიად საფუძვლიანად, რადგან მეორე ნახევარში ჯერ გენუელი მცველის მიერ საჯარიმოში ხელით თამაში ვერ შეამჩნია მსაჯმა და VAR-მა, მერე რუსლან მალინოვსკი არ გააძევეს უხეშობისთვის.

საბოლოოდ, „იუვენტუსი“ ქულას დასჯერდა და „ინტერთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა, მაგრამ მილანელებს ამ ტურში არ უთამაშიათ და „ლაციოს“ თუ დაამარცხებენ, უპირატესობას 4 ქულამდე გაზრდიან.

„ჯენოა“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კიეზა (28, პენ), 1:1 გუდმუდსონი (48)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116196