ფეხბურთი

16:49 | 10.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინიმ შესაძლოა კარიერა დაასრულოს

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ შესაძლოა კარიერა დაასრულოს. MLS-ის ფინალში „კოლამბუსთან“ მარცხის (1:2) შემდეგ 39 წლის მცველმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს.

„სამწუხაროდ, ფეხბურთი ასეთია - ორიდან ერთ გუნდს უნდა წაეგო. მეტოქემ დღეს ჩვენზე უკეთ ითამაშა, მაგრამ უმჯობესია ფინალში დამარცხდე, ვიდრე პირველ ეტაპზე. ეს მშვენიერი თავგადასავალი იყო. შეიძლება ჩემი ბოლო მატჩიც გამოდგეს, რამდენიმე დღე დამჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად. ჯერ კიდევ მაქვს ეჭვები, უნდა გავარკვიო რას ვიზამ, უნდა მოვუსმინო ჩემს გონებას, გულს და სხეულს. შემიძლია ვთქვა, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი იმას, რაც ბოლო 18 თვეში განვიცადე, ეს ყველაფერი ჩემს გულში დარჩება“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „ლოს ანჯელესში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და ამერიკულ გუნდში დღემდე 43 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. მან კარიერის საუკეთესო წლები „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც 2005-2022 წლებში 561 თამაშში თავი 36 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.068743