ჭადრაკი

13:50 | 5.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ღია ჩემპიონატი 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართა 36 მონაწილეს შორის.

ჭაბუკთა შორის ყველა პარტია მოიგო და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული ლუკა ხვედელიძემ, ხოლო გოგონათა შორის ერთპიროვნულად გაიმარჯვა ლიკა ჩხარტიშვილმა.

ჭაბუკები:

I ადგილი - ლუკა ხვედელიძე (თბილის; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 7 ქულა;

II ადგილი - გიორგი ბექაური (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 5,5 ქულა;

III ადგილი - ნოდარ ხვედელიძე (თბილისი; მწვრთნელი ზაზა ჭკუასელი) – 5 ქულა;

გოგონები:

I ადგილი - ლიკა ჩხარტიშვილი (თბილისი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 5,5 ქულა;

II ადგილი - ნინო გუნია (ლანჩხუთი; მწვრთნელი ტარიელ ხუხნაიშვილი) – 5 ქულა;

III ადგილი - ანა ჭიღვარია (რუსთავი; მწვრთნელი ინგა ხურცილავა) – 4,5 ქულა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112713