ფეხბურთი

23:34 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას ლამაზი გოლი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

ნიქოზიის „აპოელმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში „დოქსა“ 5:0 დაამარცხა, რაშიც წვლილი გიორგი ქვილითაიამ გოლით შეიტანა.

ქართველმა თავდამსხმელმა 69-ე წუთიდან ითამაშა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე კი ლამაზი გოლი გაიტანა. გიორგიმ ვარდნაში ერთი შეხებით დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქვილითაიას აქტივში 9 შეხვედრაში 3 გოლია.

„აპოელი“ სატურნირო ცხრილში ლიდერობას „პაფოსთან“ ერთად იყოფს 29 ქულით, მომდევნო შეხვედრას კი 9 დეკემბერს, შინ „ზაკაკიუსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115386