ფეხბურთი

15:37 | 30.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას მამა: „ხვიჩასთვის „რეალთან“ მატჩი განსაკუთრებული იყო. ის ყოველთვის ოცნებობდა იქ თამაშზე“

„ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარახცელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ, მადრიდის „რეალთან" შვილის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, 29 ნოემბერს, პართენოპელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში სტუმრად მადრიდულ გუნდთან ანგარიშით 2:4 დამარცხდნენ.

„ხვიჩასთვის მადრიდის „რეალთან“ თამაში განსაკუთრებული იყო. ჩვენ ოჯახში ყველა მხარს უჭერს „რეალს,“ ჩემს გარდა.

ხვიჩა ყოველთვის ოცნებობდა და ახლაც ოცნებობს მადრიდის „რეალში" თამაშზე. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ“, - ციტირებს ტვიტერზე კვარაცხელია უფროსის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061786