კალათბურთი

12:05 | 30.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდოს" მოგებების სერია გრძელდება: ბითაძე კვლავ აქტიური იყო (+VIDEO)

NBA-ში "ორლანდო მეჯიქს" ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს. ფლორიდულმა გუნდმა, რომლის სასტარტო ხუთეულში ქართველი ცენტრი დგას, ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. გოგა ბითაძის გუნდმა მორიგი შეხვედრა ორლანდოში, ვაშინგტონ ვიზარსთან 19 ქულიანი სხვაობით - 139:120 მოიგო, რაშიც საკუთარი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.

საქართველოს ნაკრების წევრმა თამაში კვლავ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 23:43 წუთი გაატარა. 23 წლის ცენტრმა საკუთარ გუნდს 8 ქულა, 7 მოხსსნა, 2 პასი და 1 დაფარება შესძინა. მან პირწმინდად აჯობა ვაშინგტონელთა ოპონენტს, ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე დანიელ გაფორდს, რომელმაც 26 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

ბითაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და +- მაჩვენებელი +7 ჰქონდა.

"ორლანდოში" 31 ქულით საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო. 25 ქულა კოულ ენტონიმ, ხოლო 22 – ჯალენ საგსმა მიითვალეს.

ქართველის გუნდს 13 მოგება და 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს "მილუოკი ბაქსთან" იყოფს. პირველზე კი 14 მოგებით "ბოსტონ სელტიქსია". შემდეგი შეხვედრა "მეჯიქს" 1 დეკემბერს, კვლავ "ვაშინგტონთან" და ისევ საკუთარ დარბაზში ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116427