ფეხბურთი

10:53 | 30.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლისთან“ გამარჯვება ფედერიკო ვალვერდესთვის „რეალის“ მაისურით 150-ე გამოდგა

გუშინ, 29 ნოემბერს, მადრიდის „რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში „ნაპოლი" დაამარცხა. შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე ანგარიშით 4:2 დასრულდა.

„სამეფო კლუბის“ ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდესთვის ეს გამარჯვება 150-ე გამოდგა მადრიდული კლუბის მაისურით - გვამცნობს „რეალის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

ტურნირების მოხედვით მოგებები ასე გადანაწილდა: 104 პრიმერა დივიზიონში, 28 ჩემპიონთა ლიგაზე, 12 ესპანეთის თასზე, ორი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, სამი ესპანეთის სუპერთასზე და ერთი უეფას სუპერთასზე.

ვალვერდე მადრიდის რეალს „კასტილიიდან“ 2018 წლის ივლისში შეუერთდა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში. Transfermarkt 25 წლის ურუგვაელს 100 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა ნახევარმცველმა 19 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯამში ვალვერდემ კლუბში 223 მატჩი ჩაატარა, 19 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06029