ფეხბურთი

16:49 | 29.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია შესაძლოა ფრანგული გუნდის მწვრთნელად დაინიშნოს

რუდი გარსია, რომელიც ცოტა ხნის წინ „ნაპოლიდან“ გაათავისუფლეს, შესაძლოა, „ნანტის“ მწვრთნელად დაინიშნოს.

ფრანგული მედიის ცნობით, ფრანგი სპეციალისტი „იადონების“ თავკაცის პოსტზე განიხილება. „ნანტიდან“ პიერ არისტუ დაითხოვეს, რომლის შეცვლის მთავარი კანდიდატი ჟოკლინ გურვენეკია, მაგრამ სიაშია რუდი გარსიაც, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

შეგახსენებთ, რომ გარსია „ნაპოლის“ მიმდინარე სეზონის სტარტიდან ხელმძღვანელობდა, მაგრამ წარუმატებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059453