ფეხბურთი

19:58 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაკაბაძის „კრაკოვია“ „რაკოვს“ დაუზავდა

პოლონური ექსტრაკლასას მე-15 ტურში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „რაკოვს“ ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

სტუმრები რუმინელი ვირგილ გიტას 25-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. ბოლო წუთებზე მასპინძლებმა პენალტის უფლება მოიპოვეს და ბარტოშ ნოვაკმა ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი.

ამ დროს ქართველი მცველი მინდორზე აღარ იყო. ოთარი 83-ე წუთზე შეცვალეს. მას საკმაოდ კარგი მატჩი გამოუვიდა, თუმცა 74-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ეტყობა მწვრთნელმა ბოლოსკენ თავი დაიზღვია. არკი გამოუვიდა.

ახლა „კრაკოვია“ 16 ქულით მე-15 ადგილზეა და სამი პუნქტით უსწერბს გასავარდნ ზონას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11428