ფეხბურთი

16:06 | 24.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" "შუქურა" 9:0 დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტურში „სამტრედია“ სტუმრად აუტსაიდერ „შუქურას“ დაუპირისპირდა და 9:0 გაიმარჯვა.

ქობულეთურ გუნდს დიდი ხანია პრობლემები აქვს და კარგა ხანია დაქვეითდა, მაგრამ ასეთი ანგარიში მაინც უჩვეულოა. პირველ ტაიმში ალეკსანდრ მიშოვმა დუბლი შეასრულა, თითოჯერ სტრაჰინია პავიშიჩმა და აბდულა ხაიბულაევმა გაიტანეს.

მეორე ნახევარში დუბლით თორნიკე ახვლედიანი და დათო კირკიტაძე გამოირჩნენ, ერთხელაც ილია ახვლედიანმა გაიტანა.

სამტრედიამ ამ გამარჯვებით 33 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო ტურში კი უშუალო კონკურენტ გაგრას ეთამაშება. შუქურა 11 ქულით ბოლო ადგილზეა.

„შუქურა“ – „სამტრედია“ 0:9 (0:4)

გოლები: 0:1 მიშოვი (15), 0:2 მიშოვი (19), 0:3 პავიშიჩი (33), 0:4 ხაიბულაევი (40), 0:5 ი. ახვლედიანი (50), 0:6 კირკიტაძე (53), 0:7 თ. ახვლედიანი (57, პენ), 0:8 თ. ახვლედიანი (76), 0:9 კირკიტაძე (82)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060692