0:47 | 19.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ „ბრაიტონის“ თავდამსხმელით დაინტერესდა

„ჩელსიმ“ შესაძლოა „ბრაიტონისა“ და ირლანდიის ნაკრების შემტევი, ევან ფერგიუსონი შეიძინოს - გვამცნობს Football Insider.

ლონდონური კლუბის მესვეურები 19 წლის თავდამსხმელის ნიჭს ერთობ აფასებენ. გუნდის ოფისში დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ კონკურენტების დამარცხებას ფერგიუსონისთვის ბრძოლაში, აგენტებთან კარგი ურთიერთობის წყალობით.

აღსანიშნავია, რომ „ბრაიტონი“ თავდამსხმელში სოლიდურ თანხას მოითხოვს, რადგან მან კლუბთან კონტრაქტი სულ რაღაც ერთი კვირის წინათ გაახანგრძლივა.

მიმდინარე სეზონში ფერგიუსონმა „ბრაიტონში“ 18 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომელებშიც 5 გოლი გაიტანა.

ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება მოქმედ კლუბთან 2029 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.

0.063165