ფეხბურთი

20:09 | 18.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში უელსის დამარცხება ვერ მოახერხა

დღეს, 18 ნოემბერს, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის მე-9 ტურის შეხვედრა სომხეთისა და უელსის ნაკრებებს შორის გაიმართა. გუნდები ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე თამაშობდნენ. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მეხუთე წუთზე შეძლეს. ნახევარმცველმა ლუკას სელარაიანმა ვაჰან ბიჭახჩიანის პასით გაიტანა. 45+2 წუთზე უელსელებმა გაათანაბრეს. კუთხურის შემდეგ, სომხეთის ნაკრების მცველმა ნაირ ტიკნიზიანმა ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა.

ამ მატჩის შემდეგ უელსმა 11 ქულა მოაგროვა. გუნდი D ჯგუფის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. სომხეთი რვა ქულით - მეოთხეზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.068743