ფეხბურთი

21:32 | 13.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: "განწყობისთვის გვჭირდება, რომ ეს მატჩები ძალიან კარგად ჩავატაროთ"

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო.

შეკრების პირველ დღეს კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და მცველმა, ოთარ კაკაბაძემ გააკეთეს.

გურამ კაშია: „ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. ჯერ სრული შემადგენლობით არ ვართ შეკრებილები, თუმცა ხვალ ყველა ფეხბურთელი შემოგვიერთდება. მიუხედავად მოკლე დროისა, ვეცდებით მაქსიმალურად მოვემზადოთ ამ ორი რთული თამაშისთვის. განწყობისთვის გვჭირდება, რომ ძალიან კარგად ჩავატაროთ ეს მატჩები. რთული იქნება, თუმცა ვთვლი, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. იმედი მაქვს, ეს შეკრება კარგად ჩაივლის".

ოთარ კაკაბაძე: "ბედნიერი ვარ დაბრუნებით. ტრავმის გამო სამი თვე გამიცდა და ახლა ძალიან მოტივირებული ვარ. ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის. რა თქმა უნდა, სატურნირო თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, თუმცა მნიშვნელოვანია მატჩებია, რადგან ეს ბოლო შეკრებაა მარტის პლეი-ოფამდე".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, შოტლანდიას უმასპინძლებს (21:00 საათი), ხოლო სამ დღის შემდეგ ვალიადოლიდში, ესპანეთს ესტუმრება (23:45), რითაც საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას დაასრულებს, სადაც ამჟამად 7 ქულა აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118681