ფეხბურთი

21:46 | 12.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ სიგუა გააძევეს, "ბაზელი" დამარცხდა და ბოლო ადგილზეა (+VIDEO)

შვეიცარიის სუპერლიგის მე-14 ტურში „ბაზელი“ სტუმრად ჟენევის „სერვეტთან“ 1:4 დამარცხდა, გაბრიელ სიგუა კი გააძევეს.

ქართველმა ფეხბურთელმა მე-18 წუთზე იუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს. იმ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო, 3 წუთში ტოლენ ჯაკამ „ბაზელი’ დააწინაურა, მაგრამ შემდეგ 4 უპასუხო გოლი გაუშვა.

18 წლის ნახევარმცველს შვეიცარიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„ბაზელი 13 ტურში მოპოვებული 8 ქულით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 ნოემბერს, „სენტ გალენს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120454