ფეხბურთი

21:25 | 6.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" მწვრთნელი: "ლოჩოშვილი ტექნიკური არჩევანის გამო არ ვათამაშე"

„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ „სპეციასთან“ მატჩში ლუკა ლოჩოშვილის უთამაშებლობის მიზეზზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს უბრალოდ ტექნიკური არჩევანი იყო და ქართველ ფეხბურთელთან პრობლემა არ აქვს.

„ლოჩოშვილის თადარიგში დატოვება ტექნიკური არჩევანი იყო, მაგრამ მე არაფერს გამოვრიცხავ. ჩემს განკარგულებაში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ზოგჯერ განაცხადში არ იყვნენ, მაგრამ შემდეგ ძირითადში ხვდებიან. ყოველთვის ვცდილობ მოედანზე საუკეთესო გუნდი გავიყვანო“, - თქვა სტროპამ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა სერია B-ს მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა. ის „კომოს“ წინააღმდეგ გააძევეს და მას შემდეგ მხოლოდ იტალიის თასზე ითამაშა, სერია B-ს ბოლო ორი მატჩი თადარიგში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი 3 ცენტრალური მცველით თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108793