ფეხბურთი

22:43 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაზელმა" შვეიცარიის სუპერლიგაში დიდი ხნის შემდეგ გაბრიელ სიგუას გოლით მოიგო (+VIDEO)

„ბაზელმა“ შვეიცარიის სუპერლიგაში 8 ტურის შემდეგ პირველად მოიგო, თანაც გაბრიელ სიგუას გოლით.

მე-13 ტურში ფაბიო ჩელესტინის გუნდმა „ივერდონს“ უმასპინძლა და ისევ ვერ იგებდა, მაგრამ 85-ე წუთზე სიგუამ გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1. ქართველი მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სიგუამ მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში მეორე გოლი გაიტანა და „ბაზელისთვის“ ორივე გადამწყვეტი გამოდგა. მანამდე „ციურიხთან“ თავი 95-ე წუთზე გამოიჩინა და მაშინ თავის გუნდს ქულა მოაპოვებინა (2:2).

„ბაზელს“ მხოლოდ 8 ქულა აქვს და სუპერლიგაში ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო ტურში კი 12 ნოემბერს, ჟენევაში „სერვეტს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143523