ძიუდო

21:58 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ევროპის ჩემპიონატი ოქროს გარეშე და 4 ვერცხლით დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 ვერცხლის მედლით დაასრულა და ოქრო ვერ მოიპოვა.

ბოლო ვერცხლი გურამ თუშიშვილის აქტივშია, რომელსაც ფინალის მოსაგებად ძალიან ცოტა დააკლდა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა გერმანელი ერიკ აბრამოვი, თურქი მუნირ ერტუგი და უნგრელი რიჩარდ სიპოში დაამარცხა, ფინალში კი ოქროს მედლისთვის ფინელ მარტი პუუმალაინენს გაეჯიბრა, რომელსაც ვაზარით ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში კი მოიგო.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მონპელიეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4-დან 4 ფინალი წააგო. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა.

შედეგად, ვაჟებს შორის საქართველოს 4 ვერცხლით მეშვიდე ადგილი ერგო, ხოლო თუ ქალების შედეგსაც მივათვლით, მეცხრე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116492