ფეხბურთი

21:16 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის მშრალი მატჩი და "ვალენსიას" გამარჯვება ლა ლიგაში (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში „ვალენსიამ“ „გრანადას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის მე-7 კომპენსირებულ წუთზე პეპელუმ პენალტით გაიტანა და „ღამურებმა“ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მიითვალეს.

გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია - მხოლოდ ერთი დარტყმა მოიგერია. ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეოთხედ შეინახა, 12 მატჩში კი 13 გოლი აქვს გაშვებული.

„ვალენსიამ“, რომელსაც ლა ლიგაში 4-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა (2 მოგება, 2 ფრე), ამ გამარჯვებით 18 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 11 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058987