ძიუდო

19:53 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ბექაური ვერცხლის მედალს დასჯერდა, მიუხედავად იმისა, რომ ფინალამდე შესანიშნავ სტილში მივიდა და მეტოქეებს უშანსოდ აჯობა.

90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა იპონით აჯობა აზერბაიჯანელ მურად ფატიევს, შვედ მარკუს ნიმანს და ფრანგ ალექსის მატიეს, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდელი ნოელ ვან ტენდი ვაზარით დაამარცხა და ფინალში სერბ ნემანია მაიდოვს გაეჯიბრა. გადამწყვეტ ბრძოლაშიც ლაშა უპირატესობას ფლობდა, მეტოქემ მალევე ორი გაფრთხილება მიიღო, მაგრამ მაიდოვმა თავი კარგად დაიცვა და დამატებითი დროის მე-5 წუთზე ვაზარი თავად მიითვალა, რითაც გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მონაგარი ამ დროისთვის ორი ვერცხლის მედალია, რომლებიც ბექაურისა და ტატო გრიგალაშვილის აქტივშია, ხოლო წინ კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტის ფინალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120222