ფეხბურთი

14:45 | 1.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნდომბელე "გალათასარაის" შემადგენლობას ჰამბურგერის გამო ჩამოაშორეს

სტამბოლის „გალათასარაის“ მთავარ გუნდს ტანგი ნდომბელე ჩამოაშორეს. მიზეზი ჰამბურგერია...

ფრანგი ნახევარმცველი თურქულ კლუბს „ტოტენჰემიდან“ იჯარით ზაფხულში შეუერთდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, 6-ჯერ კი შეცვლაზე ჩაერთო თამაშში.

ნდომბელეს ჭარბი წონა აწუხებს, რის გამოც მთავარი მწვრთნელი ოქან ბურუკი მას არ ენდობა. მას დიეტაც გამოუწერეს ფორმაში დასაბრუნებლად, თუმცა, „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ ფრანგმა ჰამბურგერი შეუკვეთა, რაც ბურუკმა გაიგო, რის შედეგადაც შემადგენლობას ჩამოაშორა, მანამ, სანამ ტანგი ფორმას არ აღიდგენს...

შეგახსენებთ, რომ ტანგი ნდომბელემ გასული სეზონი „ნაპოლიში“ გაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა, ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიას პასით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.069661