ჭიდაობა

21:46 | 29.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი თოხაძის ოქროს მედალი მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე გიორგი თოხაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

55 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა ფინალში ყაზახი ისხარ კურბაევი 9:0 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ფინალამდე მან მოლდოველი დენის მიჰაი 8:0, ყირგიზი ულან უულუ 11:2 და აზერბაიჯანელი ფარიდ სადიხლი 10:0 დაჯაბნა.

საქართველოს ნაკრების მონაგარი 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში თითო ოქრო-ვერცხლის მედალია. მანამდე ვერცხლს რომეო ბერიძე დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110212