ფეხბურთი

0:45 | 27.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსი" ისევ დამარცხდა, მიქაუტაძე განაცხადში არ იყო

ამსტერდამის „აიაქსის“ კოშმარული პერიოდი გრძელდება და სიტუაცია ჯერ ვერც მორის სტეინის გათავისუფლებამ შეცვალა.

ნიდერლანდური გრანდი ევროპა ლიგის მესამე ტურში სტუმრად „ბრაიტონთან“ უშანსოდ 0:2 დამარცხდა. გუნდს დროებით ჰედვიგეს მადურომ უხელმძღვანელა. გიორგი მიქაუტაძე განაცხადში არ იყო, როგორც კლუბმა გაავრცელა განცხადება, ის ავადაა და ინგლისში საერთოდ არ წასულა.

„აიაქსი“ ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა ჯერ შანსი არ დაუკარგავს, რადგან ლიდერ „მარსელს“ 5 ქულა აქვს, „ბრაიტონსა“ და აეკ-ს 4-4.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061949