ფეხბურთი

12:54 | 19.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ მხარი დაუჭირა ნეიმარს, რომელიც მძიმედ დაშავდა

მაიამის „ინტერის“ თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, მხარი დაუჭირა „ალ-ჰილალის“ ფორვარდ ნეიმარს, რომელიც მძიმედ დაშავდა. არგენტინელმა სოციალურ ქსელში ბრაზილიელთან ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „დიდ ძალას და მოთმინებას გისურვებ".

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარი 2023 წელს აღარ ითამაშებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ურუგვაისთან (0:2) მიღებული ტრავმის გამო. დადასტურდა, რომ ბრაზილიელს აქვს წინა ჯვარედინი ლიგატების ტრავმა და მუხლის მენისკის მოწყვეტა, მას ოპერაცია ჩაუტარდება, შემდეგ კი ხანგრძლივი რეაბილიტაციის გავლა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ალ-ჰილალში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას გადავიდა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2025 წლამდეა ძალაში. ნეიმარმა ტრავმას მის პროფესიულ კარიერაში ყველაზე ცუდი მომენტი უწოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063992