ფეხბურთი

10:07 | 17.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„შენს სიტყვებს სასწაულების მოხდენა შეუძლია." სასოწარკვეთილი მამა მესის შვილის ჰამასისგან გადარჩენას სთხოვს

ისრაელში მცხოვრები არგენტინის მოქალაქე ალექს შერმანმა დახმარებისთვის მიმართა თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისა და მაიამის „ინტერის“ კაპიტანს, ლიონელ მესის, ჰამასის მიერ გატაცებული შვილის პოვნაში. შერმანმა ლეგენდარულ ფეხბურთელს ვიდეო მესიჯი გაუგზავნა.

„ჩემი ვაჟი რონი, არგენტინის მოქალაქე ისრაელის ჯარისკაცი, გაიტაცეს ღაზაში ტერორისტულმა ჯგუფმა ჰამასმა. მე ვიცი, რომ თქვენ ალბათ ათასობით თხოვნა გაქვთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც დახმარებას ითხოვენ და არ ვიცი რაიმე შედეგს მოიტანს ეს ვიდეო, ნახავთ თუ არა, მაგრამ როგორც მამა ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი შვილი დავიბრუნო.

ვიცი, რომ თქვენგან რამდენიმე სიტყვას შეუძლია სასწაულების მოხდენა. რონისთვის, ჩემი შვილისთვის და ჰამასის მიერ გატაცებული არგენტინელებისთვის. ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. იმედია ეს სიტყვები თქვენს ყურამდე მივა. ჩვენ გვიყვარხართ და აღფრთოვანებულები ვართ“, - ციტირებს შერმანის სიტყვებს Marca.

7 ოქტომბერს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი გამწვავდა. ადრე ისრაელში ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073544