კალათბურთი

23:05 | 13.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 12 ქულა და "ვირტუსის" პირველი მოგება ევროლიგაში

ევროლიგის მეორე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „მონაკო“ ძალიან ადვილად 83:59 დაამარცხა, რის შედეგადაც ევროლიგის მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო.

იტალიელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს და შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა.

შენგელიამ 25:58 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მას თანაგუნდელთა შორის შედეგიანობით მხოლოდ ორმა კალათბურთელმა აჯობა.

„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში თითო მოგებით და წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 ოქტომბერს, ბერლინის „ალბას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06755