ფეხბურთი

13:42 | 8.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბორდოდან" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს

ჟირონდას „ბორდოდან“ დავიდ გიონი გაათავისუფლეს. კლუბმა ინფორმაცია „ლავალთან“ მარცხის (0:1) შემდეგ გაავრცელა.

გიონის დათხოვნის მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა. „ბორდო“, რომელსაც გასულ სეზონში ლიგა 1-ში გადასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და ლიგა 2-ში 10 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-13 ადგილზეა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება „ბორდოს“ ახალი მწვრთნელი და შესაბამისად, ვისთან მოუწევს მუშაობა ზურიკო დავითაშვილს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115066