ფეხბურთი

13:39 | 5.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაიამის „ინტერი“ მესის გარეშე „ჩიკაგო ფაირთან“ განადგურდა

მაიამის „ინტერი“ MLS-ის 31-ე ტურში „ჩიკაგო ფაირთან“ 1:4 დამარცხდა. ორმა ჩიკაგოელმა ნახევარმცველმა, შერდან შაჩირიმ და მარენ ჰეილ-სელასიმ დუბლი შეასრულა.

მაიამის „ინტერის“ ერთადერთი გოლი თავდამსხმელმა იოზეფ მარტინესმა პენალტით გაიტანა.

ლიონელ მესის კუნთის ტრავმის გამო, მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. 36 წლის ფეხბურთელმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა გამოტოვა.

„ინტერი“ მესის გარეშე MLS-ში ზედიზედ მეოთხე მატჩს ვერ იგებს (ორი მარცხი „ატლანტასთან“ (2:5) და „ჩიკაგოსთან“ (1:4), შემდეგ ფრეები „ორლანდო სიტისთან“ (1:1) და „ნიუ იორკ სიტისთან" (1:1).

MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინტერი“ 33 ქულით მე-14 ადგილზეა. ცხრილში ლიდერი კი „ცინცინატია” (65 ქულა).

მომდევნო ტურში ბექემის გუნდი 8 ოქტომბერს, „ცინცინატის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.060595