ძიუდო

17:34 | 24.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა

ბაქოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარა და ჩემპიონი დამსახურებულად გახდა.

100 კგ წონით კატეგორიაში სულამანიძემ რუს ნიაზ ბილალოვს, ბრიტანელ რის ტომპსონს და ხორვატ ზლატკო კუმრიჩს აჯობა, ნახევარფინალში ფრანგ ორელინ დიესეს სძლია და ფინალში გავიდა, სადაც რუსი მატვეი კანიკოვსკი ვაზარით უშანსოდ დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს ბაქოს გრანდ სლემზე სამი მედალი მოიპოვა, რომელიც სულამანიძის (ოქრო) ეთერ ლიპარტელიანის (ვერცხლი) და გურამ თუშიშვილის (ვერცხლი) აქტივშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11602