ფეხბურთი

11:55 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაიამის „ინტერმა“ „ტორონტო“ დაამარცხა, მესი და ალბა პირველ ტაიმში შეცვალეს

ამერიკული MLS-ის მატჩი, რომელშიც მაიამის „ინტერმა“ „ტორონტო“ იწვია, მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

დუბლი მიითვალა რობერტ ტეილორმა, თითოც ფაკუნდო ფარიასმა და ბენჯამინ კრემასკიმ გაიტანეს.

არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და პირველ ტაიმში შეცვალეს. შესვენებამდე შეცვალეს ჟორდი ალბაც.

მაიამის „ინტერმა“ ბოლო ოთხ მატჩში მესამე გამარჯვება მოიპოვა. „ტორონტო“ კი მეათედ დამარცხდა ბოლო 11 შეხვედრაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06477