ფეხბურთი

0:08 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

თომა ტაბატაძის გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე "ალ-ჰილალთან" (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში თომა ტაბატაძემ, რომელიც უზბეკურ „ნავბაჰორში“ თამაშობს, ნეიმარის „ალ-ჰილალს“ გოლი გაუტანა.

მატჩი საუდის არაბეთში შედგა და ფრედ, 1:1 დასრულდა. თომამ ანგარიში 52-ე წუთზე გახსნა, როდესაც მოჰამედ ალ-ოვაისს ახლო კუთხეში გაუტანა. უზბეკები ძალიან ახლოს იყვნენ სენსაციური გამარჯვება ქართველის გოლით მოეპოვებინათ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-10 წუთზე გაუშვეს და ქულას დასჯერდნენ. ტაბატაძე მოედანზე 84-ე წუთამდე იყო.

მეორე ტურში „ნავბაჰორი“ 3 ოქტომბერს, „მუმბაი სიტის“ უმასპინძლებს, ხოლო „ალ-ჰილალი“ „ნასაჯის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119627